მაკროფაგების როლი ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში
სიმსივნესთან ასოცირებული მაკროფაგები სიმსივნური მიკროგარემოს განუყოფელი ნაწილია და წამყვან როლს ასრულებს როგორც მეტასტაზირების ანგიოგენეზისა და პროლიფერაციის ისე უჯრედული მატრიქსის რემოდელირების პროცესებში. ამასთან ერთად ისინი სიმსივნურ უჯრედებს ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის მიმართ რეზისტენტულს ხდის. ფიზიოლოგიურ პირობებში მაკროფაგები სიმსივნური უჯრედების ფაგოციტოზს აწარმოებენ და ისინი მკვეთრად სელექტიურები არიან სიმსივნური უჯრედების მიმართ სწორედ ამიტომ მაკროფაგები ერთ-ერთ მთავარ ახალ თერაპიულ სამიზნეს წარმოადგენს ონკოლოგიის მკურნალობისათვის. აღსანიშნავია რომ მაკროფაგების მოდულაციის მოლეკულური მექანიზმის გარკვევა დაგვეხმარება არამხოლოდ სიმსივნური არამედ ნეიროდეგენერაციული დაავადებების დამარცხებაში.
გამოყენებული ლიტერატურა
Mantovani, A., Allavena, P., Marchesi, F. et al. Macrophages as tools and targets in cancer therapy. Nat Rev Drug Discov 21, 799–820 (2022).