თირკმლის დისფუნქცია და პარკინსონის დაავადება

Sep 18, 2025

პარკინსონის დაავადება პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული დაავადებაა რომლის განვითარების მთავარ მიზეზად დოფამინერგულ ნეირონთა ინტენსიური კვდომა ითვლება თუმცა ახალი კვლევების შედეგები მიუთითებს რომ ამ დაავადების განვითარებაში თირკმლის დისფუნქცია წამყვან როლს ასრულებს. 2023 წელს იანგ-გუანგის ხელმძღვანელობით ჩატარდა კვლევა სადაც მეცნიერებმა დაამყარეს კორელაცია თირკმლის დისფუნქციასა და პარკინსონის დაავადების გამომწვევ სხვადასხვა მიზეზებს შორის.მათ კვლევაში ჩართეს როგორც 200 პარკინსონის მქონე ისე 110 ჯანმრთელი მოხალისე და განსაზღვრეს როგორც აზოტისა და შარდოვანას კონცენტრაციები მათ სისხლში ისე სხვადასხვა ცილათა კონცენტრაცია კვლევაში მონაწილე პაციენტთა და ჯანმრთელ მოხალისეთა შარდში.ამასთან ერთად მათ სისხლში განისაზღვრა ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებისა და ლიპოპროტეინ B კონცენტრაციები. აღმოჩნდა,რომ ამ ნივთიერებათა კონცენტრაცია პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტთა სისხლში ამ ნივთიერებათა კონცენტრაციები ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით დაბალი იყო ხოლო შარდოვანასა და აზოტის კონცენტრაციები მკვეთრად აღემატებოდა ნორმას. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე სავარაუდოა,რომ თირკმლის დისფუნქცია პარკინსონის დაავადების განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შეიძლება იქცეს.2025 წელს ქსინ იუანისა და ლიზა კიანის  ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევების შედეგებმა აჩვენა,რომ α სინუკლეინის დაბალი კონცენტრაცია ორგანიზმში თირკმელების ნორმალური ფუნქციონირების წყალობით ნარჩუნდება მათი ფუნქციის დაქვეითებისას ეს ცილა ჯერ თირკმელებში იწყებს აგრეგაციას ხოლო კონცენტრაციის მომატების შემდეგ ლუისის სხეულაკებს ნერვულ სისტემაში წარმოქმნის.  α სინუკლეინის ხელოვნური დელეციის შემთხვევაში კი ფერხდება ნეიროდეგენერაციული პროცესები. აღნიშნული კვლევების შედეგები საშუალებას იძლევა ადრეულ სტადიაზე სიმპტომების გამოვლენამდე რამოდენიმე წლით ადრე ავიცილოთ თავიდან პარკინსონის დაავადება რისთვისაც აუცილებელია როგორც აღნიშნული შედეგების გათვალისწინება ასევე სწორი სადიაგნოსტიკო მეთოდიკის შემუშავება.

გამოყენებული ლიტერატურა

 Kiani, L. Parkinson disease pathology can originate in the kidney. Nat Rev Neurol 21, 125 (2025). 

Yang,Guang1,2; Wang, Ling Zhi1; Zhang, Rong1; Zhang, Xiao Yu1; Yu, Yue1; Ma, Hai Rong1,; He, Xiao Gang1,. Study on the Correlation between Blood Urea Nitrogen, Creatinine Level, Proteinuria and Parkinson's Disease. Neurology India 71(6):p 1217-1221, Nov–Dec 2023. | DOI: 10.4103/0028-3886.391388 

Yuan, X., Nie, S., Yang, Y. et al. Propagation of pathologic α-synuclein from kidney to brain may contribute to Parkinson’s disease. Nat Neurosci 28, 577–588 (2025)