მოდიფიცირებული ვირუსები როგორც ახალი თერაპიული მიდგომა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში

Sep 13, 2025

მელანომა კანის სიმსივნეა და ის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ფორმის დაავადებაა სხვადასხვა ტიპის ონკოლოგიურ დაავადებათა შორის, რომელიც ხშირ შემთხვევაში ქიმიოთერაპიის მიმართ რეზისტენტულია.შესაბამისად საჭირო ხდება ახალი ეფექტური თერაპიის ძებნა ამ დაავადების მკურნალობისათვის.2025 წელს ფილიპე ვისენტე მურიჩის ხელმძღვანელობით ჩატარდა კვლევა სადაც მეცნიერებმა 2020-2022 წლებში არსებულ თეორიულ კვლევებზე დაყრდნობით აღმოაჩინეს,რომ ჰერპეს ვირუსის მოდიფიცირებული ვარიანტი დადებით შედეგს იძლევა მელანომის მკურნალობაში და მეტიც ის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ თერაპიად ითვლება იმუნოთერაპიასთან ერთად კომბინაციაში. გარდა ამისა აღსანიშნავია ისიც,რომ შესაძლებელია მისი გენომის დიდი ნაწილის ინსერცია ან დელეცია და მას არ გააჩნია მასპინძელი უჯრედის გენომში ინტეგრაციის უნარი რის გამოც არ იწვევს არასასურველ მუაციებს. ინფექციების შემთხვევაში პრეპარატების გამოყენებით შესაძლებელია მისი რეპლიკაციის შეჩერება რაც ამ თერაპიას კიდევ უფრო უსაბრთხოს ხდის. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Filipe Vicente Muricy Mirella Paiva Solidade Marisa Salvi Marcos Vinicius Cardoso Matos Silva  ASSOCIATION OF GENETICALLY MODIFIED HERPES VIRUS IN THE TREATMENT OF MELANOMAS  Vol. 2 No. 01 (2024) ASSOCIATION OF GENETICALLY MODIFIED HERPES VIRUS IN THE TREATMENT OF MELANOMAS