MAP კასკადის აქტივაციის პროცესი
ზრდის ფაქტორების მოქმედების მოლეკულური მექანიზმი MAP კასკადის აქტივაციის პროცესი
ზრდის ფაქტორები ცილა-პეპტიდოვანი ბუნების ნივთიერებებია რომლებიც უჯრედის პროლიფერაციასა და დიფერენცირებას უზრუნველყოფენ ჰორმონებისაგან განსხვავებით ისინი არ სინთეზირდებიან სპეციალურ ენდოკრინულ ჯირკვლებში და მათი მოქმედების არეალი ძალიან მცირეა. მრავალ მათგანს აუტოკრინული რეგულაცია ახასიათებს. მათი პეპტიდური ბუნების გამო სასიგნალო უჯრედიდან გამოყოფის შემდგომ მათი კონცენტრაცია სწრაფად ქვეითდება თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს ნივთიერებები დეპონირდება და საჭიროების მიხედვით ხელმეორედ გამოიყოფა.ხშირ შემთხვევაში ერთსა და იმავე ზრდის ფაქტორებს დიამეტრალურად განსხვავებული ეფექტები აქვთ ამის მაგალითია ეპიდერმისის ზრდის ფაქტორი ეპითელური ქსოვილის პროლიფერაციასა და დიფერენცირებას განაპირობებს თუმცა იგივე ზრდის ფაქტორი კბილის მეზენქიმური უჯრედების პროლიფერაციას აკავებს.მათი დიამეტრალურად განსხვავებული მოქმედება განპირობებულია თიროზინკინაზურ რეცეპტორებს შორის არსებული განსხვავებებით და მათ შორის არსებული ცილა-ცილოვან ურთიერთქმედებებით.მათი განსხვავებული ეფექტები განპირობებულია იმ ადაპტორული ცილებითაც,რომლებიც აქტივდება ზრდის ფაქტორთა რეცეპტორების აქტივაციის შემდეგ.
ზრდის ფაქტორთა რეცეპტორები სამი ნაწილისაგან შედგება უჯრედგარე, უჯრედშირისი (ტრანსმემბრანული) და უჯრედშიდა დომენებისაგან.უჯრედგარე დომენთან ლიგანდის მიერთების შემდეგ ხდება რეცეპტორთა დიმერიზაცია და მათი უჯრედშიდა დომენები ტრანსფოსფორილირებას იწყებს რის შემდეგაც იმატებს უჯრედშიდა დომენის უარყოფითი მუხტი და რეცეპტორის კატალიზური დომენი იძენს ადაპტორული ცილების მიერთების უნარს. ადაპტორული ცილები SH2 რეგიონის შემცველი ციტოპლაზმური ცილებია რომლებიც აგრძელებენ ბიოლოგიური ინფორმაციის გადაცემის პროცესს.ადაპტორული ცილები თიროზინკინაზური რეცეპტორების დომენებს სწორედ SH2 რეგიონის საშუალებით ამოიცნობს.ადაპტორულ ცილას რეცეპტორთან მიერთების შემდეგ კონფორმაცია ეცვლება თუ ის ფერმენტია იცვლება მისი აქტივობაც.დღესდღეისობით მრავალი ადაპტორული ცილაა აღმოჩენილი თუმცა ფერმენტული აქტივობა მხოლოდ ფოსფოლიპაზა CY გააჩნია ამ ცილას MAP კასკადში ჩართვის პარალელურად შეუძლია TPI და DAG წარმოქმნა ამიტომ ზრდის ფაქტორთა აქტივაციას ხშირ შემთხვევაში უჯრედში კალციუმის კონცენტრაციის მატება ახლავს თან.

ATP + GDP <----> GTP + ADP

MAP-კასკადის წარმართვისათვის წამყვან როლს პროტეინკინაზა ERK ასრულებს რომელიც მრავალფუნქციური პროტეინკინაზაა და ასობით ცილის ფოსფორილირებას განაპირობებს და მრავალ პროცესს არეგულირებს. Ras ცილა გარდა MAP კასკადისა სხვა პროცესებშიც მონაწილეობს მისი ეფექტორია პროტეინკინაზა AKT იგივე პროტეინკინაზა B შეიძლება ითქვას,რომ ეს ორი სასიგნალო გზა ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის პარალელურად მუშაობს.

უშუალოდ MAP კასკადის აქტივაცია განაპირობებს რიბოსომული S6 ცილების სინთეზს დაჩქარებას და ისეთი ტრანსკრიპციული ფაქტორების აქტივაციას როგორიცაა C-FOS C-Jun და C-myc და ამ გზებით ის უჯრედთა პროლიფერაციას და დიფერენციაციას უწყობს ხელს. C-FOS C-Jun და C-myc მყისიერი მატება უჯრედში მიმდინარე თითქმის ყველა პროცესის დროს მკვეთრად იმატებს და გარეფაქტორების ზემოქმედების დასრულების შემდეგ მალევე ქვეითდება ამიტომ მათ მესამეულ მესენჯერებს უწოდებენ.