თრომბოციტები როგორც სიმსივნური უჯრედების დნმ-ის საცავები
თრომბოციტებს შეუძლიათ გახდნენ სიმსივნური დნმ-ის და ნაყოფის დნმ-ის "საცავები" ---
თრომბოციტებზე ჩვეულებრივ ვსაუბრობთ, როგორც პატარა „ნაწილაკზე“, რომელიც სისხლდენას აჩერებს. ახალი კვლევა კი გვაჩვენებს, რომ თრომბოციტები ერთგვარი მინი-სენსორებიც არიან, რომლებიც სხეულში მყოფ დნმ-ს “იწოვენ” და ინახავენ – მათ შორის სიმსივნური უჯრედების დნმ-საც.
ნაცნობია ტერმინი „თავისუფალი დნმ“ (cell-free DNA, cfDNA) – ეს არის დნმ-ის ფრაგმენტები, რომლებიც კვდომის, დაზიანების ან დაყოფისას უჯრედებიდან გადმოდის სისხლში. აქამდე დიდი ყურადღება ექცეოდა მხოლოდ სისხლის პლაზმიდან სიმსივნურ cfDNA-ს, რომელიც გამოიყენება ე.წ. „თხევად ბიოფსიაში“ – სისხლის ანალიზში, რომლითაც ვახდენთ სიმსივნის გენეტიკური კვალის აღმოჩენას.
Science-ში გამოქვეყნებულმა 2025 წლის სამუშაომ აჩვენა, რომ თრომბოციტები ამ დნმ-ს უბრალოდ არ „აიგნორებენ“ – ისინი მას აქტიურად იწოვენ როგორც ბუშტუკებიდან (extracellular vesicles), ისე თავისუფალი ფრაგმენტების სახით და ათავსებენ შიდა ვეზიკულებში. იქ დნმ დაცულია დამშლელი ენზიმებისგან, ანუ თრომბოციტი ერთგვარი დაცული საცავია. დადასტურდა, რომ თრომბოციტებში ხვდება როგორც სიმსივნური დნმ, ასევე ნაყოფის დნმ ორსული ქალის სისხლის თრომბოციტებში.
საინტერესოა, რომ თრომბოციტების დეფიციტისას (თრომბოციტოპენია) პლაზმაში cfDNA-ს დონე მატულობს – რაც მიუთითებს, რომ ნორმალურად თრომბოციტები თითქოს „ასუფთავებენ“ სისხლს ზედმეტი დნმ-სგან. ეს მათ როლს აფართოებს ჰემოსტაზის ანუ სისხლის შედედების მიღმა და აჩვენებს, რომ მონაწილეობენ თანდაყოლილ იმუნურ პასუხში და ანთების რეგულაციაში.
კლინიკური თვალსაზრისით, ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს. ვინაიდან თრომბოციტები ინახავენ სიმსივნურ დნმ-ს, მაშინ თხევადი ბიოფსიისას მარტო პლაზმის ანალიზი საკმარისი აღარ არის – დამატებით შეგვიძლია გამოვიკვლიოთ თრომბოციტებიდან ამოღებული დნმ. ეს განსაკუთრებით ღირებულია მაშინ, როცა სიმსივნური „ტვირთი“ დაბალია: ადრეული სტადიის კიბო, ძალიან მცირე რაოდენობით სიმსივნური უჯრედების ნარჩენი ადამიანის ორგანიზმში ოპერაციის ან ქიმიოთერაპიის შემდეგ, ან პრე-კანცეროზული პოლიპები, სადაც პლაზმაში ctDNA ხშირად ძალიან მცირეა.
თრომბოციტები უამრავია, მარტივად იზოლირდება პერიფერიული სისხლიდან და ყოველდღიურად გადაადგილდება პრაქტიკულად ყველა ქსოვილში. ამიტომ ისინი ბუნებრივი „ბიოსენსორები“ არიან, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას, რა ხდება ორგანიზმის სხვადასხვა უბანში გენეტიკურ დონეზე. მომავალში, სავარაუდოდ, გაჩნდება კომბინირებული ტესტები, სადაც ერთდროულად განისაზღვრება პლაზმის cfDNA და თრომბოციტების დნმ, რაც გაზრდის მგრძნობელობას სკრინინგში, პერსონალიზებულ მკურნალობის შერჩევასა და რეციდივის ადრეულ გამოვლენაში. ამჟამად ეს ეტაპი კვლევითია, მაგრამ კლინიკურ ონკოლოგიაში ახალი, ძალიან კარგი პერსპექტივაა… ასე რომ ეტაპობრივად ივსება კითხვის ნიშნები ონკოლოგიაში
გამოყენებული ლიტერატურა
A Murphy, Lauren
A Inchauspé, Jeanne
A Valenzano, Giampiero
A Holland, Pamela
A Sousos, Nikolaos
A Belnoue-Davis, Hayley L.
A Li, Rong
A Jooss, Natalie J.
A Benlabiod, Camelia
A Murphy, Eleanor
A Etzioni, Zohar
%A Shepherd, Emelie
%A Denly, Lucy
%A Biswas, Sujata
%A Chen, Lin
%A O’Sullivan, Jennifer
%A Rimmer, Michael P.
%A Khan, Abdullah O.
%A Karali, Christina Simoglou
%A Nasreddin, Nadia
%A Hitchcock, Ian S.
%A Koupenova, Milka
%A Kriaucionis, Skirmantas
%A Hughes, Jim R.
%A O’Neill, Eric
%A Vatish, Manu
%A Rees, Paul
%A Leedham, Simon
%A Desborough, Michael
%A Mead, Adam J.
%A Schuster-Böckler, Benjamin
%A Gregory, Christopher D.
%A Psaila, Bethan
%T Platelets sequester extracellular DNA, capturing tumor-derived and free fetal DNA
D 2025
J Science
P eadp3971
V 389
N 6761
R doi:10.1126/science.adp3971
U https://www.science.org/doi/abs/10.1126/science.adp3971
X Platelets are anucleate blood cells vital for hemostasis and immunity