ანგიოგენეზის როლი ონკოლოგიაში
ანგიოგენეზი ფიზიოლოგიურ პირობებში ადამიანის ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია. ანგიოგენეზი სხვადასხვა ტიპის ონკოლოგიური დაავადებების განვითარებაში წამყვან როლს ასრულებს. ის ხელს უწყობს სიმსივნური უჯრედების ლოკალურ ინვაზიას,მეტასტაზირებას,საკვები ნივთიერებებითა და ზრდის ფაქტორებით მომარაგებას.ამ პროცესში წამყვან როლს რამოდენიმე ცილა ასულებს ესენია VEGF ვასკულარული ენდოთელიალური ზრდის ფაქტორი ასევე ცილა EGFL7 და α5β1ინტეგრინი მათი გაძლიერებული ექსპრესია ნანახია როგორც ჯანმრთელი უჯრედების ისე სიმსივნური უჯრედების ენდოთელურ უჯრედებში ამ ცილათა სასიგნალო გზების შესწავლა საშუალებას იძლევა ვიპოვოთ ახალი თერაპიული სამიზნეები და შევქმნათ ინოვაციური უსაბრთხო მედიკამენტები რომლებიც შეაჩერებს სიმსივნური უჯრედების ანგიოგენეზს და ხელს შეუწყობს მათ კვდომას მაგრამ ამასთანავე იქნება მკვეთრად სელექტიური მაქსიმალურად უსაბრთხო და ეფექტური.