რესვერატროლის მოქმედების მოლეკულური მექანიზმი მისი როლი სხვადასხვა ტიპის სიმსივნეთა პრევენციაში
ნებისმიერი უჯრედის ნეოპლასტიკური ტრანსფორმაციის მიზეზს მისი წერტილოვანი ან უხეში მუტაცია წარმოადგენს,რისი გამომწვევი მიზეზიც სხვადასხვა კანცეროგენებთან ხანგრძლივი კონტაქტია.სხვა დაავადებებისაგან განსხვავებით სიმსივნური უჯრედის დნმ-ში მომხდარი მუტაციები სტაბილურ ხასიათს ატარებს და შვილეულ უჯრედებს გადაეცემა.ამ უჯრედების მეტაბოლიზმი და პროლიფერაციის უნარი ძლიერდება და იცვლება მთელი რიგი თვისებებისა. აღნიშნულ პროცესში წამყვან როლს ჟანგბადის თავისუფალი რადიკალები ასრულებს რომლებიც ოქსიდაციური სტრესის განვითარების შედეგია.უმნიშვნელოვანესია ქიმიური აგენტების როლიც რომელთა კანცეროგენული ეფექტები CYP450-ით დაჟანგვის შემდეგ ვლინდება.აღნიშნული პროცესის ინიციაცია შეუქცევადი პროცესია მაგრამ შესაძლებელია მისი ინჰიბირება.


რესვერატროლი(3,4,5)ტრიჰიდროქსისტილბენი გვხვდება როგორც ტრანს ისე ცის იზოფორმის სახით ცის-იზოფორმის მქონე რესვერატროლი სტრუქტურით ემსგავსება სინთეზურ ესტროგენ დიეთილსტილბესტროლს

ამიტომაც ის ფიტოესტროგენად ითვლება. 2017 წელს გაუთამ სეთჰის ხელმძღვანელობით ჩატარდა კვლევა სადაც მეცნიერებმა დაადგინეს,რომ რესვერატროლს გააჩნია ანტიმუტაგენური და ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტი ის ბოჭავს ფორბოლის მჟავების მიერ წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს სხვადასხვა ტიპის სიმსივნეთა უჯრედულ კულტურებში იქნება ეს მკერდის სიმსივნე თუ ლეიკემია.აგრეთვე რესვერატროლი აინჰიბირებს ლიპიდურ პეროქსიდაციას და თრგუნავს TCDD ინდუცირებულ CYP1A1 და CYP1B1 ექსპრესიას მკერდის სიმსივნის შემთხვევაში.ამავე კვლევის შედეგები აჩვენებს,რომ მკვეთრად იმატებს ისეთი ცილები როგორებიცაა Bax და p21 რაც ზრდის სიმსივნური უჯრედების აპოპტოზის ალბათობას. რესვერატროლი ასევე თრგუნავს მრავალ სხვადასხვა სასიგნალო გზებს რომლებიც ხელს უწყობს უჯრედის პროლიფერაციას რომელთა შორისაა PI3K/AKT MAP-კასკადი, ფერხდება wnt სასიგნალო გზაც. გარდა ამისა რესვერატროლი რთავს Nrf2 სასიგნალო გზასაც რასაც მოჰყვება ისეთი ფერმენტების სინთეზის გაძლიერება როგორიცაა გლუტათიონრედუქტაზა, გლუტათიონპეროქსიდაზა ჰემოქსიგენაზა და სხვადასხვა ანტიოქსიდანტური აქტივობის მქონე ფერმენტები ამ ფლავონოიდს გააჩნია ანტიონკოგენ P53-ისა და p21 სინთეზის გაძლიერების უნარი და გარდა ამისა ის აფერხებს ციკლინდამოკიდებული კინაზების აქტივობასაც რითაც ის ხელს უწყობს გარკვეული ტიპის სიმსივნური უჯრედების აპოპტოზს.
გამოყენებული ლიტერატურა
Jeong-Hyeon Ko 1Gautam Sethi 2,3,4,*, Jae-Young Um MuthuKShanmugamFrank Arfuso
Alan Prem Kumar
, Anupam Bishayee and Kwang Seok Ahn Int. J. Mol. Sci. 2017, 18, 2589; doi:10.3390/ijms18122589 Review
The Role of Resveratrol in Cancer Therapy