Wnt/catenin სასიგნალო გზა
ფიზიოლოგიურ პირობებში Wnt სასიგნალო გზა პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედების დიფერენცირებას უწყობს ხელს. ეს ცილა Frizzled რეცეპტორს უკავშირდება რის შემდეგაც ის LRP5/6 Frizzled რეცეპტორი უბიქვიტინირდება Znrf 3 და NRF43 ცილების საშუალებით რომელთა აქტივობა სპონდინების და RLg5/6 კომპლექსის მეშვეობით ინჰიბირდება ამიტომ შეიძლება ითქვას,რომ სპონდინები უჯრედების გადარჩენასა და დიფერენციაციას უწყობენ ხელს და აფერხებენ აპოპტოზის პროცესს. wnt გააქტივება APC/Axin/GSK-3β კომლექსიდან GSK-3β კინაზას მოცილებას იწვწვს და აფერხებს Frizzled რეცეპტორის უბიქვიტინირებას.აღსანიშნავია რომ არსებობს პროცესის წარმართვის ორი განსხვავებული ვარიანტი wnt არარსებობისას APC/Axin/GSK-3β ახდენს Frizzled რეცეპტორის ფოსფორილირებას და ხელს უწყობს მის უბიქვიტინირებას.ხოლო wnt თანაობისას ის უკავშირდება LRP5/6 და ააქტივებს DVL ცილებს რითაც აფერხებს უბიქვიტინირების პროცესს სტაბილიზირებული კატენინი ტრანსლოცირდება ბირთვში და იქ LEF/TCF ტრანსკრიფციის ფაქტორებს უკავშირდება რომლებიც შემდეგ გარკვეულ გენომურ თანმიმდევრობას ააქტივებს და ცილების სინთეზს აძლიერებს რაც უჯრედთა გადარჩენასა და დიფერენცირებას უწყობს ხელს აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ სხვადასხვა ტიპის ონკოლოგიური დაავადებების დროს ნანახია GSK-3β კინაზას მუტაცია რის ხარჯზეც ფერხდება frizzled უბიქვიტინირების პროცესი და ვეღარ ინჰიბირდება wnt სასიგნალო გზა რაც ნეოპლასტიკური ტრანსფორმაციის მიზეზი ხდება.

ამდენად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ სასიგნალო გზას დიდი თერაპიული მნიშვნელობა აქვს რადგან სხვადასხვა დაავადებების დროს მასში შემავალ კომპონენტებზე სხვადასხვა მანიპულაციების ჩატარებით ამა თუ იმ კომპონენტების ინჰიბირებით ან პირიქით ექსპრესიის გაძლიერებით შესაძლებელი გახდება შევქმნათ მრავალი ახალი მედიკამენტი მრავალი აბსოლუტურად განსხვავებული დაავადებებისათვის იქნება ეს სხვადასხვა ტიპის სიმსივნეები თუ თავის ტვინის ტრამვები როგორც 2022 წელს მაისა ალკაილანის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები აჩვენებს WNT სასიგნალო გზა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს არამარტო ემბრიონის არამედ ზრდასრულთა ჰიპოკამპდამოკიდებული ნეიროგენეზის პროცესში WNT3 ან WNT5-ის ექსპრესიის ხელოვნური გაძლიერება და ასევე GSK-3β ხელოვნურად მცირე ზომის სხვადასხვა ზომის მოლეკულებით ინჰიბირება იწვევს ახლადწარმოქმნილი ნეირონების ოდენობის მკვეთრ ზრდას. ამის საპირისპიროდ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მრავალი ტიპის სიმსივნის დროს სწორედ GSK-3β წერტილოვანი მუტაცია ვითარდება ამ შემთხვევაში შესაძლებელია გენედიტინგის გამოყენება ამრიგად როგორც WNT ისე GSK-3β დიდი თერაპიული პოტენციალის მქონე სამიზნეებს წარმოადგენენ მრავალი ინოვაციური მედიკამენტის შექმნისათვის რომლებითაც შესაძლებელი გახდება მრავალი რადიკალურად განსხვავებული დაავადებების განკურნება როგორიცაა ონკოლოგიური დაავადებების სხვადასხვა ტიპი და თავის ტვინის ტრამვა.
გამოყენებული ლიტერატურა
Front. Mol. Neurosci., 04 October 2022
Sec. Molecular Signalling and Pathways
WNT signaling at the intersection between neurogenesis and brain tumorigenesis
https://www.cellsignal.com/pathways/wnt-beta-catenin-signaling-pathway