Nrf2 სასიგნალო გზა

Aug 17, 2025

NrF 2 მოქმედების მოლეკულური მექანიზმი 

Nrf2 ბირთვული ერითროიდთან ასოცირებული ფაქტორი 2 ციტოპლაზმაში დაკავშირებულია KEAP-1-თან ცილასთან რომელიც მის უბიქვიტინირებას უწყობს ხელს რაც მის დაბალ კონცენტრაციას განაპირობებს.ოქსიდაციური სტრესის დროს ან ზოგიერთი ნივთიერების მოქმედებით  KEAP-1 ცისტეინის ნაშთები მოდიფიცირდება და Nrf2 ციტოპლაზმაში იწყებს დაგროვებას გარკვეული კონცენტრაციის მიღწევის შემდეგ ის გადადის ბირთვში და იქ კიდევ ერთ ტრანსკრიფციის ფაქტორს Maf-ს შემდეგ კი დნმ-ის სპეციალურ თანმიმდევრობას რომელსაც ARE (Antioxidant Response Element) ეწოდება. ამის შემდეგ აქტივდება ისეთი ფერმენტების მაკოდირებელი გენები როგორიცაა NADH ქინონ-ოქსიდორედუქტაზა, გლუტათიონ-პეროქსიდაზა და გლუტათიონ-რედუქტაზა შედეგად ჩქარდება აღნიშნული ფერმენტების სინთეზი რაც თავისუფალი რადიკალების შებოჭვას და ოქსიდაციური სტრესის თავიდან აცილებას განაპირობებს.  nrf2 ბირთვული ერითროიდთან ასოცირებული ფაქტორი 2 ციტოპლაზმაში დაკავშირებულია KEAP-1-თან ცილასთან რომელიც მის უბიქვიტინირებას უწყობს ხელს რაც მის დაბალ კონცენტრაციას განაპირობებს.ოქსიდაციური სტრესის დროს ან ზოგიერთი ნივთიერების მოქმედებით  KEAP-1 ცისტეინის ნაშთები მოდიფიცირდება და Nrf2 ციტოპლაზმაში იწყებს დაგროვებას გარკვეული კონცენტრაციის მიღწევის შემდეგ ის გადადის ბირთვში და იქ კიდევ ერთ ტრანსკრიფციის ფაქტორს Maf-ს შემდეგ კი დნმ-ის სპეციალურ თანმიმდევრობას რომელსაც ARE (Antioxidant Response Element) ეწოდება. ამის შემდეგ აქტივდება ისეთი ფერმენტების მაკოდირებელი გენები როგორიცაა NADH ქინონ-ოქსიდორედუქტაზა, გლუტათიონ-პეროქსიდაზა და გლუტათიონ-რედუქტაზა შედეგად ჩქარდება აღნიშნული ფერმენტების სინთეზი რაც თავისუფალი რადიკალების შებოჭვას და ოქსიდაციური სტრესის თავიდან აცილებას განაპირობებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია KEAP Cys151, Cys273 Cys288 ნაშთების მოდიფიცირება.  ERK, GSK3β, MAPK და სხვა მრავალი კინაზა  აფერხებს ცილის უბიქვიტინირებას. გარდა ამისა მრავალი ფლავონოიდი თუ გლიკოზიდი ხელს უწყობს ცისტეინის ნაშთების მოდიფიცირებას და Nrf2 მაღალი კონცენტრაციების შენარჩუნებას.2022 წელს ჯიაჯია ვეის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა,რომ Nrf2 წარმოადგენს ენდოთელური miRNA ექსპრესიის მთავარ რეგულატორს ოქსიდაციური სტრესის დროს და აფერხებს დაზიანებული სისხლძარღვთა ენდოთელიალური უჯრედების პროლიფერაციას.ამ დამცავი ეფექტების საპირისპიროდ,

დადასტურებულია, რომ Nrf2-ს ასევე აქვს პრო-ათეროგენული მოქმედება. მაგალითად, Nrf2 დეფიციტმა დაიცვა ApoE−/− თაგვები ათეროსკლეროზისგან დადასტურდა, რომ პაციენტებში პლაზმური HO-1-ის მაღალი დონე ასოცირებულია ქოლესტერინის დაბალ  მაჩვენებლებთან 

გამოყენებული ლიტერატურა 

Front. Pharmacol., 08 December 2022

Sec. Cardiovascular and Smooth Muscle Pharmacology Xiaoyu Wu1,2 Jiajia Wei1,2 Yang Yi1,2 Qihai Gong1,2 Jianmei Gao1,2* Activation of Nrf2 signaling: A key molecular mechanism of protection against cardiovascular diseases by natural products