Hippo სასიგნალო გზის დისრეგულაცია და მისი როლი ონკოლოგიური დაავადებების განვითარებაში
ჰიპო სასიგნალო გზა ორგანიზმში მიმდინარე მრავალ სხვადასხვა პროცესს უდევს საფუძვლად მათ შორის ქსოვილის რეგენერაციასა და ორგანოგენეზის პროცესს ეს სასიგნალო გზა მრავალი სხვადასხვა ლიგანდით აქტივდება და მრავალ სხვადასხვა პროცესებზე ახდენს გავლენას. წამყვან როლს ორი ტრანსკრიფციის ფაქტორი ასრულებს TAZ და YAP რომელთა ფოსფორილირება მათ ინჰიბიციასა და უბიქვიტინირებას განაპირობებს. თუ ტრანსკრიფციის ფაქტორები დეფოსფორილირდება მაშინ ისინი გადადიან უჯრედის ბირთვში სადაც კიდევ ერთ ტრანსკრიპციის ფაქტორ TEAD-ს უკავშირდება.აღსანიშნავია,რომ TAZ/ YAP დამაკავშირებელი უბნები გააჩნიათ wnt/კატენინით აქტივირებად გენებსაც.ციტოპლაზმური TAZ პირიქით აინჰიბირებს wnt/კატენინ სასიგნალო გზას.TAZ/ YAP/TEAD არის SMAD ტრანსკრიფციის ფაქტორების აქტივატორი და ზოგიერთი ციტოკინისა და აპოპტოზის პროცესის რეგულატორი.TAZ/ YAP ფოსფორილირება LATS 1/2 კინაზათი ხდება რომელიც თავისთავად MST კინაზათი ფოსფორილირდება და სხვადასხვა ლიგანდების წყალობით დიდი ხნის განმავლობაში რჩება აქტიური. დეფოსფორილირება ხშირ შემთხვევაში უჯრედის მიგრაციის მისი ფორმის ცვლილების ან მექანიკური ზემოქმედების შემთხვევაში ხდება. საინერესოა ის ფაქტიც,რომ ნეიროფიბრობლასტომის მეორე ტიპის შემთხვევაში სწორედ MST და LATS კინაზები რჩება ინაქტივირებული რის შედეგადაც ხდება უჯრედთა ნეოპლასტიური ტრანსფორმაცია ამ სასიგნალო გზის აქტივაციაზე გავლენას ზრდის ფაქტორები და ციტოკინებიც ახდენენ. აღნიშნული სასიგნალო გზის უკონტროლო აქტივაცია ბევრი სხვადასხვა ტიპის სიმსივნის დროს აღინიშნება რომლის მიზეზიც როგორც ეპიგენეტიკური ცვლილებები ისე გენეტიკური მუტაციებია რომლებიც სწორედ რომ MST და LATS კინაზების გათიშვას იწვევს რაც იწვევს როგორც მუტირებული უჯრედების უკონტროლო გამრავლებას ასევე მათ რეზისტენტულს ხდის სხვადასხვა გარემო ფაქტორებისა და მათ შორის ქიმიოთერაპიის წინააღმდეგ.
ვიდეოს სანახავად გადადით ლინკზე : https://www.youtube.com/watch?v=2dJ2HOHALLs
გამოყენებული ლიტერატურა
"Molekularbiologie menschlicher Krebserkrankungen"
Wolfgang A. Schulz