ჰემიფუზომა

Sep 01, 2025

2025 წელს მირრასსულ თავაკოლის ხელმძღვანელობით კრიო-ელექტრონული ტომოგრაფიის გამოყენებით აღმოაჩინეს ატიპური ჰემიფუზირებული მოლეკულები რომელთა შეხების ზედაპირი ძალიან დიდია გარდა ამისა მათ გააჩნიათ 42 ნმ-ის მქონე პროტეოლიპიდური გარსი

აღსანიშნავია რომ ისინი კლასიკური ენდოციტოზის პროცესში  მონაწილეობას არ იღებენ თუმცა ამასთანავე გააჩნიათ სამარაგო და სხვადასხვა ნივთიერებების გადამუშავების ფუნქციაც. როგორც აღინიშნა ეს ჰეტეროტიპიური ვეზიკულებია

რომლებიც ერთმანეთთან მხოლოდ გარე ზედაპირებით არიან შერწყმულნი ერთმანეთთან და მათი შიდა ზედაპირები განცალკევებული რჩება. ამ ვეზიკულებისა და პროტეოლიპიდების დაჯგუფებები ცალკე ორგანელებს წარმოადგენენ და მათ ჰემიფუზომები ეწოდება. ორგანიზმში მათი რაოდენობა 10% აღწევს და მათი აგებულებიდან გამომდინარე სავარაუდოა რომ ისინი ასრულებენ სატრანსპორტო ფუნქციას სხვადასხვა ვეზიკულებისა და ორგანელებისთვისაც, თუმცა მათი ფუნქციები და მოქმედების მექანიზმები ისევე როგორც მათი როლი სხვადასხვა ნეიროპათოლოგიების დროს უდიდესი ინტერესის საგანს წარმოადგენს. ცნობილია ისიც რომ ზოგიერთ შემთხვევაში სინაპსური ვეზიკულები ნეიროტრანსმიტერებისაგან მხოლოდ და მხოლოდ ნაწილობრივ თავისუფლდება შესაბამისად საინტერესოა ჰემიფუზომების როლის შესწავლა სინაპსური ტრანსმისიის სხვადასხვა დარღვევების განვითარებაშიც. მეორეს მხრივ აუცილებელია შევამოწმოთ არსებობს თუარა გარკვეული კორელაციები გენეტიკურ მუტაციებსა და ჰემიფუზომების დისფუნქციას შორის სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებების დროს დადებითი შედეგის ქონა საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ გარკვეულ გენთა ედიტირება და აღნიშნულ დაავადებათა სრული განკურნება ან პრევენცია.

გამოყენებული ლიტერატურა 

Tavakoli, A., Hu, S., Ebrahim, S. et al. Hemifusomes and interacting proteolipid nanodroplets mediate multi-vesicular body formation. Nat Commun 16, 4609 (2025)