Hedgehog სასიგნალო გზა

Sep 05, 2025

ეს სასიგნალო გზა წამყვან როლს ასრულებს როგორც განვითარების ემბრიონალურ სტადიაზე ისე ზრდასრულთა შემთხვევაში სომატური ღეროვანი უჯრედების გადარჩენაში. მისი სახელი ლიგანდის დასახელებიდან მომდინარეობს. (Hedgehog ინგლ. ზღარბი) ამათგან ყველაზე უკეთ შესწავლილი ცილაა Sonic Hedgehog-ი რომელიც პოსტტრანსლაციურ მოდიფიკაციას განიცდის  მას ქოლესტეროლი ებმის და ის მოქმედებს პარაკრინულად სხვადასხვა ზრდის ფაქტორების მსგავსად. სასიგნალო გზა ირთვება SHH Patched (იგივე PTCH) რეცეპტორთან დაკავშირების შემდეგ. მოსვენებულ მდგომარეობაში PTCH აფერხებს ცილა SMO შემცველი ვეზიკულების შერწყმას. ლიგანდის დაკავშირების შემდეგ ის ამ უნარს კარგავს. აქტივდება ტრანსკრიფციის ფაქტორები GLI1 GLI2 და GLI3 

GLI1 და  GLI2 ტრანსკრიფციის პროცესებს ააქტივებს და ხელს უწყობს უჯრედების გადარჩენას  ხოლო GLI3 აფერხებს ამ პროცესებს ამ ტრანსკრიფციის ფაქტორების აქტივაციის მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის თუმცა სავარაუდოა რომ ისინი აქტივაციამდე ციტოსკელეტს არიან მიმაგრებულნი ხოლო აქტივაციის შემდეგ ტრანსლოცირდებიან ბირთვში. ტრანსლოკაციას აფერხებს ცილა SUFU და PKA GLI1 და  GLI2 მუტაცია ემბრიონული განვითარების სტადიაზე იწვევს ურთულეს ტერატოგენულ ეფექებს.

გამოყენებული ლიტერატურა 

Molekulare Onkologie Entshtehung Progression Klinische Aspekte

Christoph Wagener,Oliver Müller